ჟენევაში, საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდი მიმდინარეობს
ჟენევაში, საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდი მიმდინარეობს. ქართული მხარის მთავარი მოთხოვნებია: 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულება და დევნილების დაბრუნება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა არის მთავარი, რაც რუსეთს აიძულებს, შეასრულოს ვალდებულებები.
