ფილარმონიაში „სუხიშვილების“ დასკვნითი კონცერტი გაიმართა
ფილარმონიაში „სუხიშვილების“ დასკვნითი კონცერტი გაიმართა. კონცერტი დიდი ილიკო სუხიშვილის დაბადების დღეს მიეძღვნა. ოთხი დღის განმავლობაში ანსამბლმა წარმოადგინა რეპერტუარის როგორც ტრადიციული, ისე ახალი ქორეოგრაფიული ნიმუშები.
