სააკაშვილზე სახალხო დამცველის კონსილიუმის მიერ გამოქვეყნებულ სამედიცინო დასკვნაში ნათქვამია, რომ პატიმრის მდგომარეობა უარესდება
მიხეილ სააკაშვილზე სახალხო დამცველის კონსილიუმის მიერ გამოქვეყნებულ სამედიცინო დასკვნაში ნათქვამია, რომ პატიმრის მდგომარეობა უარესდება. სამედიცინო დოკუმენტს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი თავად სააკაშვილია და მან თვითდაზიანება უნდა შეწყვიტოს.
