რეზოლუციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა
რეზოლუციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ილია დარჩიაშვილი წერს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა.
