შოიგუ ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე
რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ფინეთის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება, კონფლიქტის გაფართოების რისკებს ზრდის. სერგეი შოიგუ მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი, უკრაინაში რუსეთის მიზნების მიღწევას ხელს ვერ შეუშლის. ამასთან შოიგუს თქმით, ბელარუსმა უკვე მიიღო მოსკოვისგან ოპერატიულ ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი ისკანდერ ემი, რომლის მეშვეობითაც ბირთვული იარაღის გამოყენება შეიძლება.
