კანდიდატის სტატუსის მოლოდინი
ვიდრე ბრიუსელში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ურთიერთბრალდებები გრძელდება. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს ეს ქართველი ხალხის დამსახურება იქნება. მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ ხელისუფლება ოპოზიციისგან განსხვავებით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წლის ბოლოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
