"ქურდულ სამყაროსთან" კავშირისთვის 3 ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ-ლ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი სამი ადამიანი დააკავა, ხოლო ერთს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. შსს-ს ცნობით მოდავე მხარეებს შორის არსებული კონფლიქტის ე.წ „ქურდული კანონების“ თანახმად მოგვარების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფმა ე.წ-მა "კანონიერმა ქურდმა" - ჯეირან კინწურაშვილმა დაპირისპირებულ მხარეებს შორის შერიგების მიზნით თურქეთის რესპუბლიკაში ე.წ -ლი "ქურდული გარჩევა" მოაწყო. პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
