პარლამენტში ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობენ
დღეს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განხილვის შემდეგ, დეპუტატები პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ახალ წევრებად, კენჭს უყრიან გიორგი ჩაკვეტაძის, თენგიზ შარმანაშვილის, მერაბ ქვარაიას, სალომე ქურასბედიანის და ირაკლი კირცხალიას უფლებამოსილების ცნობის საკითხს. დღესვე, უმრავლესობის წევრები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ პაატა კვიჟინაძის, განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ კი გივი მიქანაძის კანდიდატურებს დაუჭერენ მხარს.
