აშშ რუსეთს ჟურნალიტის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდებს გაათავისუფლოს „უოლ სტრიტ ჯორნალის“ რეპორტიორი, რომელსაც მოსკოვი ჯაშუშობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ შტატების სახელმწიფო მდივანმა, რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარში, მოგვიანებით კი სოციალური ქსელით განაცხადა. რეპორტიორის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა ჯონ კირბიც და აღნიშნა რომ ვაშინგტონი ევან გერშკოვიჩის გათავისუფლებას ცდილობს.
