რუსეთი - გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე
გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის რანგში, რუსეთის ელჩმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. ვალერი ნებეზნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას, დასავლეთის ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ რუსეთი ბირთვული ომით არ იმუქრება, ბრალდებას პროპაგანდა უწოდა და აღნიშნა, რომ სამხედრო დოქტრინის ფარგლებში, მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენებას არ აპირებს, უშიშროების საბჭოში რუსეთის ელჩმა აღნიშნა ისიც, რომ რუსეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, გაეროს საპროცედურო წესები უცვლელი დარჩება. როტაციის წესით, რუსეთისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარებას, ეერთებული შტატების ელჩიც გამოეხმაურა და მას „საპირველაპრილო ხუმრობა" უწოდა.
