ვითარება ფრონტის ხაზზე
გასული დღე ღამის განმავლობაში, რუსულმა ძლებმა უკრაინის მიმართულებით 3 სარაკეტო, 21 საავიაციო და საზენიტო საარტილერიო სისტემიდან, 33 იერიში განახორციელეს. საოკუპაციო ძალებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილს 17 დრონით შეუტიეს, აქედან 14, ქვეყნის თავდაცვითმა ძალებმა ჩამოაგდეს. დრონებით განხორციელებული იერიშის სამიზნეში მოექცა ოდესის ოლქი. ფრონტის ხაზის ეპიცენტრად ისევ დონეცკის ოლქი რჩება. ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება ბახმუტში არსებულ ვითარებაზე.
