თორნიკე რიჟვაძემ მუნიციპალიტეტის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
მან მეწყრული პროცესების შედეგად მიყენებული ზიანის, მოსახლეობის უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის და ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით აჭარის მთავრობა 10 მილიონ ლარს გამოყოფს მეწყრის და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და ინფრასტრუქტურის აღსადგენად ექვსივე მუნიციპალიტეტში. დაზარალებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ეკომიგრანტთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამაში.
