„ქრონიკამ“ 7 - 8 მარტის აქციის მონაწილეების მიმოწერა მოიპოვა
ტექსტურ მიმოწერაში ასახულია, თუ როგორ გეგმავდნენ ახალგაზრდები აქციას რუსთაველის გამზირზე და რა გეგმები ჰქონდათ მათ. მიმოწერაში ფიგურირებს, დაკავებული ლაზარე გრიგორიადისიც. ჯგუფის წევრები ანონიმური სახელებით აქტიურობდნენ. მიმოწერაში აღნიშნულია, თუ როგორი ტანსაცმელი უნდა სცმოდათ ახალგაზრდებს. ასევე მომოწერაში საუბარია ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებაზე.
