შეფასებები ვიოლა ფონ კრამონის განცხადებებზე
ვიოლა ფონ კრამონი არის ევროპელი კანონმდებელი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობს. ასეთია მმართველი გუნდის შეფასება ევროპარლამენტარის საქართველოში სტუმრობასთან და იმ გზავნილებთან დაკავშირებით, რომლებიც მან თბილისში ყოფნის დროს გააკეთა. ქართულ ოცნებაში არ მალავენ, რომ ჩვენს ქვეყანაში კრამონი დასავლური პოლიტიკის დისკრედიტაციის მიზნით და ქვეყანაში არეულობის სცენარის მხარდასაჭერად იმყოფება. შეგახსენებთ, რომ კრამონის ანგარიშზეა ისეთი შეფასებები, როგორიცაა მაგალითად ის, რომ ქართული ოცნება ნელ-ნელა უახლოვდება რუსეთს და ასევე წუხილი, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის უკრაინის მიმართ სოლიდარული. ეს მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა უკრაინის მხარდამჭერ ყველა რეზოლუციას შეუერთდა. თბილისში, მარტის დასაწყისში განვითარებულმა მოვლენებმა კი ევროდეპუტატს მაიდანიც გაახსენა.
