რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს
გარდაცვლილია ერთი და დაჭრილია ოთხი ადამიანი. ოფიციალური კიევისა და ადგილობრივი მმართველობის ცნობით საოკუპაციო ძალების სამიზნეში სოფელი კაზაცკოე მოექცა. ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით რეგიონის მიმართულებით საბრძოლო მოქმქდებები გრძელდება. ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ცნობას ომის კვლევის ინსტიტუტიც ავრცელებს და იუწყება, რომ რუსეთმა ბახმუტის აღება გეგმის მიხედვით ვერ შეძლო ამიტომ ძალისხმევა ახლა ავდეევკის მიმართულებით აქვს გააქტიურებული.
