კრამონის ორმაგი სტანდარტი
ევრო დეპუატატი ერთის მხრივ არ გამორიცხავს ლაზარე გრიგორიადისის სისხლის სამართლებრივ დანაშაულს, მაგრამ ამავდროულად გაკვირვებულია, რატომ დააკავეს ის სამართალდამცვლებმა. ეს ურთიერთ გამომრიცხავი ემოცია ფონ კრამონმა გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე გამოხატა, რომლის ინიციატორიც ევროპული საქართველო იყო და რომლის მიზანი ლაზარე გრიგორიადისის მხარდაჭერა გახლდათ. გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიების ინფორმაციით, მან საპროტესტო აქციაზე პოლიციას ქევები და ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელმა სხეულის დაიზანება მიიღო. ამის შემდეგ, კი გრიგორიადისმა პოლიციის მანქანას ცეცხლი წაუკიდა და დაწვა. ამ კადრების შემყურე ვიოლა ფონ კრამონმა მაშინ ისიც, კი დაწერა, რომ მოვლენებმა კიევის მაიდანი გაახსენა, თუმცა ვითარების განმუხტვის შემდეგ, ის ახლა ანტი სახელისუფლებო განცხადებებს, მთავრობის ადმინისტრაციასთან აკეთებს. „ის გამოარჩიეს და გახადეს საჩვენებელი, ეს არის სამარცხვინო“. ამბობს ევროპელი კანონმდებელი.
