სუპერლიგა
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში დღის ცენტრალური შეხვედრა “ოლიმპსა“ და „კავკასიას“ შორის გაიმართა. დავით როგავას გუნდს 8 მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა, რომელიც დასრულდა, რადგან „ოლიმპი“ „კავკასიის უნივერსიტეტის“ კლუბთან 31 ქულიანი სხვაობით, 78:109 დამარცხდა. გამარჯვებულების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი 21 ქულით კრის მაკნილი იყო. „ოლიმპის“ რიგებში, კი საუკეთესო შედეგი ვლადიმერ თავაქარაშვილმა აჩვენა. მან შეხვედრა 19 ქულითა და 11 მოხსნით დაამთავრა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
