ოთხთა ტურნირი
“რუსთავი არენაზე“ ჭაბუკ წყალბურთელებს შორის ოთხთა ტურნირი მიმდინარეობს, სადაც 2008, 2009 წლებში დაბადებული სპორტსმენები გამოდიან. ადგილობრივი სპორტსმენების გარდა, შეჯიბრებაში ბათუმის, ქუთაისისა და „ოლიმპიკის“ გუნდები მონაწილეობენ. ოთხთა ტურნირი რამდენიმე თვის წინ სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდსა და საწყლოსნო სახეობათა სპორტის ეროვნულ ფედერაციას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ტარდება. ფინალი და დაჯილდოების ცერემონია კვირას გაიმართება.
