საერთაშორისო ტურნირი
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩერლიდინგსა და ცეკვის თანამედროვე სახეობებში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს წამყვანი სკოლები და კლუბები, ასევე საბერძნეთის, უკრაინის, სომხეთის, ბულგარეთის ნაკრებები მონაწილეობდნენ. გამარჯვებული აჭარის კლუბი გახდა, ასევე დაჯილდოვდნენ როგორც დუეტების ისე სოლოების პრიზიორები. გამარჯვებულებიდან მონაწილეები ევროპის ჩემპიონატისთვის შეირჩევიან, რომლებიც 2 ივლისს იტალიაში გაემგზავრებიან. ტურნირი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
