ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი
დღეიდან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი შევიდა ძალაში. თბილისის მერიის განახლებულ ვებ გვერდზე, ტაქსის ნებართვების გაყიდვა და იჯარით გაცემა არის შესაძლებელი. ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, ა კატეგორიის ტაქსების მძღოლებს საავტობუსო ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმაც შეეძლებათ.
