ბრძოლა ფრონტის ხაზზე
რუსეთი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. სარაკეტო დარტყმას ავდეევკაში ორი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 5 თვის ბავშვია. პარალელურად, უკრაინა დონბასში ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. ბოლო 24 საათში რუსულმა ძალებმა ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებით 30-მდე შეტევა განახორციელეს, თუმცა მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვთ და მძიმე დანაკარგებს განიცდიან.
