ლაზარე გრიგორიადისის საქმე - პოლიტიკური შეფასებები
რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების ორმაგი სტანდარტი. ლაზარე გრიგორიადისი, რომლის მოქმედებებს სამართალდამცველთა დაშავება და სახელმწიფოს ქონების განადგურება მოჰყვა, ოპოზიციის ნაწილისთვის ახალი პოლიტ პატიმარია, არასამთავრობოებისთვის კი, დევნილი ახალგაზრდა. გრიგორიადისს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. დაკავებულმა აღიარება უკან წაიღო და ამჯერად დუმს. არადა გამოძიებას თავად უთხრა, რომ 7-9 მარტის მოვლენების დროს, სწორედ მან დაამზადა „მოლოტოვის კოქტეილები“, მანვე ისროლა და თავადვე დაწვა პოლიციის მანქანა.
