„ნაცმოძრაობის“ დაანონსებული აქცია
რამდენიმე დღე რჩება ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებულ აქციამდე. ქართულ ოცნებაში აქციის თარიღი მანიპულაციად შეფასდა. ითქვა, რომ რადიკალების ქმედებებსა და მიზნებს 9 აპრილს განვითარებულ მოვლენებთან კავშირი არ აქვს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ აქციაზე კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ოპოზიციას სამუშაო დღის წესრიგი არ აქვს.
