საქართველო ყიმულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე
საქართველოს ნაკრები ყინულის ჰოკეის რიგით 86-ე მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვა. ტურნირი 16-დან 22 აპრილის ჩათვლით მადრიდში გაიმართება და ქართველი ჰოკეისტები მეორე დივიზიონში ითამაშებენ, სადაც მათი მეტოქე ესპანეთის, ავსტრალიის, ხორვატიის, ისლანდიისა და ისრაელის ნაკრები გუნდები იქნება. ჩვენი ქვეყნის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ორი აპრილიდან ლატვიაში მოემზადება, სადაც ადგილობრივ კლუბ „ტუკუმსთან“ ორ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს. სპორტის ამ სახეობის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის გუშინ თბილისის ყინულის ჰოკეის ფედერაციას, მერიამ საჩუქრად სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცა.
