ელექტრონული ტექნოლოგიები არჩევნებში
საარჩევნო საკითხებზე ბათუმში მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა 29 აპრილს გასამართ შუალედურ რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება. მონაწილეები განიხილავენ როგორც ელექტრონულ ტექნოლოგიებს, ასევე ცვლილებებს კანონმდებლობაში და საარჩევნო დავებთან დაკავშირებულ სასამართლო პრაქტიკას. ცესკოს თავმჯდომარემ მონაწილეებს თავად გააცნო ის საარჩევნო ტექნოლოგიები, რომლის გამოყენებითაც იგეგმება მომავალი არჩევნების ჩატარება. მოსამართლეები იმიტირებულ კენჭისყრაშიც მიიღებენ მონაწილეობას.
