„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს
პოლიციამ თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ, თბილისში მდებარე სასტუმრო „ამბასადორის“ ერთერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა ხანძარი, რომელიც გავრცელდა სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხანძარი გუშინ სასტუმრო „ამბასადორში” დაახლოებით 18:00 საათზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი. ცეცხლის ქრობის პროცესი დაახლოებით ერთ საათი გაგრძელდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
