უკრაინის პასუხი ლუკაშენკოს
კიევმა ბელარუსის პრეზიდენტის მოწოდება ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ უარყო. საგანგებო განცხადება „ტვიტერის“ გვერდზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა გამოაქვეყნა. „ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს რუსეთის უფლებას, დარჩეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც სრულიად დაუშვებელია. წერს პოდოლიაკი. მანამდე ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინაში ზავის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა.
