სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვას ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით სამ აპრილს ლიეტუვას ეწვევა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლიეტუვის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. მათივე ცნობით, დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან და სეიმის თავმჯდომარესთან.
