„საქართველო - იაპონია, საუკუნის მესამედი“
შერატონში ირაკლი მეზურნიშვილის ფილმის პრემიერა გაიმართა. ფილმი სახელწოდებით “საქართველო იაპონია საუკუნის მესამედი” საქართველო იაპონიის მრავალ წლიან ურთიერთობებს ეძღვნება. ნაჩვენებია ქართულ იაპონური კულტურა, იმ ქართველების ისტორიები, რომლებმაც იაპონიაში წარმატებას მიაღწიეს და ქვეყნის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანეს. ფილმი მოგვითხრობს ასევე ელჩების შესახებ, რომლებიც იაპონიაში მოღვაწეობდნენ.