ბაიდენი: ტრანსგენდერი ამერიკელები ჩვენი ერის სულს აყალიბებენ
“ტრანსგენდერი ამერიკელები ჩვენი ერის სულს აყალიბებენ“. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განაცხადა. „ისინი ამაყად მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში, მკურნალობენ მძიმე დაავადებებს, იკავებენ არჩეულ თანამდებობებს, აქვთ წარმატებული ბიზნესი, იბრძვიან სამართლიანობისთვის, ზრდიან ოჯახებს, თუმცა დღეს ჯერ კიდევ ბევრი მათგანის უფლებები და თავისუფლება იზღუდება. შტატების დისკრიმინაციული კანონების ტალღა მიმართულია ტრანსგენდერ ახალგაზრდებზე, აშინებს ოჯახებს და ავნებს ბავშვებს. აღნიშნა ბაიდენმა.
