ბაიდენმა რუსეთს ამერიკელი ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდა
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთს დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. „ვოლ სტრიტ ჯორნალის“ კორესპონდენტს, ევან გერშკოვს მოსკოვის სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომხდარის გამო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა თანამოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა. „ვოლ სტრიტ ჯორნალმა“ კი შეერთებული შტატებიდან რუსეთის ელჩისა და ყველა რუსი ჟურნალისტის გაძევება მოითხოვა.
