სავალუტო ფონდის 15,6-მილიარდიანი კრედიტი უკრაინას
საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უპრეცედენტო კრედიტს გამოუყოფს. ფონდის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, კიევი 4 წლის განმავლობაში 15 მილიარდიან კრედიტს მიიღებს. პროგრამა ორ ეტაპად არის გათვლილი. პირველი ეტაპი უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების უზრუნველყოფას ითვალისწინებს, მეორე ეტაპი კი სტრუქტურული რეფორმებისა და ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
