ვითარება კიევ-პეჩორის ლავრაში
უკრაინის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები კიევ პეჩორის ლავრაში შესვლას სასამართლოს გზით შეეცდებიან. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა განაცხადა. მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას კიევ პეჩორის ლავრაში იჯარის ვადა 29 მარტს ამოეწურა, თუმცა სასულიერო პირები სამონასტრო კომპლექსის დატოვებას არ აპირებენ და ლავრის ტერიტორიაზე კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს არ უშვებენ.
