რუსეთი აშშ-ს მთავარ საფრთხედ მიიჩნევს
ვლადიმირ პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის ახალ ვერსიას მოაწერა ხელი, რომელიც შეერთებულ შტატებს მთავარ საფრთხედ განიხილავს. 42 გვერდიან დოკუმენტში ასახულია მოსკოვის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიზნები. მათ შორისაა სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება მოკავშირეებთან და შეერთებული შტატების დომინირების აღმოფხვრა მსოფლიოში.
