ბრძოლა ფრონტის ხაზზე
რუსეთი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. სარაკეტო დარტყმას ავდეევკაში ორი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთი წლის ბავშვია. პარალელურად, უკრაინა დონბასში ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. ბოლო 24 საათში რუსულმა ძალებმა ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებით 30-მდე შეტევა განახორციელეს, თუმცა მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვთ და მძიმე დანაკარგებს განიცდიან.
