პრეზიდენტის მოხსენების პოლიტიკური შეფასებები
მიკერძოებული და ტენდენციური. ასე შეფასდა ქართულ ოცნებაში სალომე ზურაბიშვილის 40 წუთიანი ანგარიში. მმართველ გუნდში ითქვა, რომ პრეზიდენტის მოხსენება რადიკალური ოპოზიციის ნარატივს შეიცავდა. განსხვავებული პოზიცია აქვთ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს. მათ ოპონენტებისგან განსხვავებით პრეზიდენტის მოხსენება დადებითად შეაფასეს.