ევროპული რეკომენდაციები
12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი კიდევ ერთხელ შეფასდა ქართულ ოცნებაში. მთავარ გამოწვევად დეპოლარიზაცია სახელდება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რადიკალური ოპოზიცია ევრორეკომენდაციების დისკრედიტაციას განაგრძობს. ითქვა, რომ ისინი ქვეყნის ინტერესებს არ ითვალისწინებენ და პარტიული მიზნების მისაღწევად ქვეყანას აზიანებენ. ქართულ ოცნებაში თქვეს ისიც, რომ მათი მხრიდან სამუშაო პროცესი გაგრძელდება, მათ შორის იმუშავებენ ვენეციის კომისიი დასკვნის საფუძველზე ორ რეკომენდსციასთან დაკავშირებით.
