პროტესტი ზელენსკის მიმართვაზე
ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მიმართვას, ულტრა მემარჯვენე ავსტრიელი დეპუტატების პროტესტი მოჰყვა. 20-მა დეპუტატმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა. „თავისუფლების“ პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა ავსტრიის სახელმწიფოს ნეიტრალურ სტატუსს ეწინააღმდეგება.
