პრეზიდენტის ანგარიში პარლამენტში
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში, პირველმა კანონმდებელმა მიიღო. შალვა პაპუაშვილმა შეაცილა დარბაზში, სადაც მის გამოსვლას ელოდნენ. დეპუტატების გარდა, სტუმრებს შორის იყვნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკლესიის წარმომადგენლები და დიპლომატები. სალომე ზურაბიშვილმა ტრიბუნიდან პირველი უკრაინა ახსენა და სოლიდარობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. პარლამენტმა წუთიერი დუმილით მიაგო პატივი ომში დაღუპულ მებრძოლებს. ყოველწლიური გამოსვლა 40 წუთს გაგრძელდა და როგორც მოსალოდნელი იყო, უმეტესად მმართველი პარტიის კრიტიკას დაეთმო. პრეზიდენტის სიტყვა „ქართული ოცნებისთვის“ ტენდენციურია. განსაკუთრებულად მიუღებელი კი, 12 რეკომენდაციაზე მუშაობის ფორმალურად შეფასება, ისე, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს. კმაყოფილი სწორედ ოპოზიცია ჩანდა. რამაც მმართველ გუნდს კიდევ მეტი კითხვა გაუჩინა.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
