31 მარტი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა
31 მარტი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. 32 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი გაიმართა, რომლის შედეგების საფუძველზეც, უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და საქართველო 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციიდან გაათავისუფლა.
