31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა
31 მარტი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. 32 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი გაიმართა, რომლის შედეგების საფუძველზეც, უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და საქართველო 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციიდან გაათავისუფლა. 31 მარტი ორმაგად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 84 წელი შეუსრულდებობდა. მის ხსოვნას დღეს დილით პატივი მიაგეს პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.
