პრეზიდენტის ხმაურიანი გამოსვლა პარლამენტში - წლიური ანგარიშის მთავარი გზავნილები
პრეზიდენტმა წლიური მოხსნების მთავარი აქცენტი, სახელისუფლებო გუნდის კრიტიკაზე მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა “ქართულ ოცნებას” ბოლო წლების პოლიტიკა დაუწუნა და საჯაროდ, საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხდა, რომ გუნდმა საქმიანობა შეცვლილი კურისით მას შემდეგ განაგრძო, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. პრეზიდენტს აქვს განცდა, რომ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა ძლიერდება. წლიურ მოხსენებაში ზურაბიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ხელისუფლების პასუხისმგებლობას, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, დაიწუნა უკრაინისადმი დამოკიდებულებაც და ახსენა მეორე ფრონტის თემაც, რასაც დარბაზიდან რეპლიკა მოჰყვა. კრიტიკამდე კი, პრეზიდენტმა “ქართული ოცნების” საქმიანობა შეაჯამა და წლების განმავლობაში ხელისუფლების მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
