რუსეთი ჯარში კიდევ 147 000 წვევამდელს იწვევს
კრემლის ლიდერმა ხელი მოაწერა განკარგულებას წვევამდელთა საგაზაფხულო გაწვევის შესახებ. პუტინის განკარგულებით 1 აპრილიდან 15 ივნისამდე სამხედრო სავალდებულო სამსახურში 18-დან 27 წლამდე 147 ათას წვევამდელს გაიწვევენ. ამჟამად სახელმწიფო დუმა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევი ასაკის 30 წლამდე გაზრდის საკითხს განიხილავს.
