სტატია "უცხოური აგენტების" კანონზე
“ოუფენ დიმოქრასი” დამოუკიდებელი საერთაშორისო მედია პლატფორმა სტატიას აქვეყნებს, სათაურით „ჩვენ გვჭირდება გულწრფელი საუბარი „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონზე". სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიმართ წინააღმდეგობამ, ხელი არ უნდა შეუშალოს კითხვის დასმაში, აქვთ თუ არა ქვეყნებს უფლება, შეზღუდონ უცხოური გავლენა. როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, დასავლეთის საელჩოებმა იციან, რომ მათ შექმნეს მონსტრი არასამთავრობო სექტორისგან, მაგრამ არ იციან რა გააკეთონ. სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ დასავლეთში არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არღვევენ საქველმოქმედო პოლიტიკის ბარიერს, სწრაფად კარგავენ დონორთა კეთილგანწყობას, მაგრამ როდესაც გრანტის მიმღებ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, ეწევიან პარტიულ, ტოქსიკურ პოლიტიკას, დონორები მაინც განგრძობენ მათ დაფინანსებას.
