რატომ არ მიმართავს სააკაშვილი სტრასბურგს
როდის გასაჩივრდება სასამართლოს ორი ინსტანციის უარი სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლება-გადავადებასთან დაკავშირებით? ამ კითხვაზე პასუხი ისევ არ არსებობს. პატიმრის გარემოცვა კლინიკას სამედიცინო დოკუმენტის დამალვაში ადანაშაულებს, თუმცა “ვივამედში” ამბობენ, რომ სამედიცინო ბარათი მზადაა და მის წასაღებად არავინ მისულა. სახელისუფლებო გუნდში კი განმარტეს, რომ პროცესის გაჭიანურების რეალური მიზეზი მტკიცებულებებია, რომელიც ადვოკატებს არ აქვთ და წინასწარ იციან, რომ ევროპულ სასამართლოში დავის დაწყება მარცხისთვის განწირულია.
