პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგება
ერთ საათში პრეზიდენტს პარლამენტში ელოდებიან. სალომე ზურაბიშვილი კანონმდებლების წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება. რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, გათვალისწინებულია საპარლამენტო ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების გამოსვლები, რის შემდეგაც, ტრიბუნას შემაჯამებელი სიტყვისთვის, კვლავ სალომე ზურაბიშვილი დაიკავებს.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
