ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თანამშრომელთა პროფესიულ დღეს აღნიშნავს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თანამშრომელთა პროფესიულ დღეს აღნიშნავს. ღონისძიება ფინანსთა მინისტრმა გახსნა. მან ხაზი გაუსვა საგამოძიებო სამსახურის მიღწევებს, საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის პრევენციის, გამოვლენის, გამოძიებისა და აღკვეთის კუთხით უწყების როლს და ისაუბრა სამსახურის აქტიურ თანამშრომლობაზე სხვადასხვა ქვეყნის კოლეგა უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
