რომის პაპი ფრანცისკე საავადმყოფოში გადაიყვანეს
რესპირატორული ინფექციის გამო, რომის პაპი ფრანცისკე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს. „ბოლო დღეების განმავლობაში, პაპი ფრანცისკე უჩიოდა სუნთქვის გაძნელებას და დღეს, ნაშუადღევს კლინიკაში მივიდა სამედიცინო შემოწმებისთვის. შედეგმა აჩვენა რესპირატორული ინფექცია, რომელიც შესაბამის თერაპიას საჭიროებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
