ძლიერმა ქარმა ჩაქვსა და ქობულეთში სკოლებს სახურავები გადახადა
ძლიერმა ქარმა ჩაქვსა და ქობულეთში სკოლებს სახურავები გადახადა, რის გამოც დაბა ჩაქვის 1-ელ სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა. სკოლის ეზოში წაქცეულმა ხეებმა დააზიანა ონფრასტრუქტურაც, ჩახერგილია ეზოც. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. სახურავი დაზიანდა ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლაშიც.
