აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაო მიმდინარეობს
აჭარაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაო მიმდინარეობს. პარალელურად ითვლიან ზარალს. სტიქიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ავტომობილს, რომელსაც მამაკაცი მართავდა, ხე დაეცა. დაშავდა 68 წლის ქალი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. ხის ტოტი დაეცა მოზარდს, არასრულოვნის მდგომარეობა სტაბილურია.
